Friday, December 7, 2012


სერიალის შესახებ

“ვამპირის დღიურები” არის სატელევიზიო სერიალი , რომელიც ეყრდნობა ლიზა ჯეიმს სმითის მიერ დაწერილ ამავე სათაურის მქონე წიგნებს.სერიალში მოვლენები ვითარდება ვირჯინიის ქალაქ Mystic falls-ში,რომელიც დაიპყრეს ზებუნებრივმა არსებებმა. სერიალი მოგვითხრობს ელენა 
გილბერტის (ნინა დობრევი) ცხოვრების შესახებ,რომელსაც თავისზე 1 საუკუნით უფროსი ვამპირი სახელად სტეფან სალვატორი (პოლ ვესლი) უყვარდება.მათი ცხოვრება მით უფრო რთულდება,როცა სტეფანის უფროსი,ბოროტი და ღვარძლიანი ძმა დეიმონი (იან სამერჰელდერი) ბრუნდება ქალაქ Mystic falls-ში იმ გეგმით,რომ გაანადგუროს ქალაქი და ცხოვრება გაუმწაროს თავის ძმას.ძმები იწყებენ თავისი გრძნობების გამოვლენას ელენას მიმართ,იმიტომ რომ ის მათ ძველ სიყვარულს კეტრინს აგონებთ.აღმოჩნდა,რომ ელენა კეტრინის ასლია.კეტრინი კი ქალაქში ამ ტრიოს გასანადგურებლად ბრუნდება. სერიალი დადგმულია გამოგონილ ქალაქში სახელად Mystic falls,რომელსაც ზებუნებრივი წარსული აქვს.ასევე,ეს ისტორია ქალაქის სხვა მცხოვრებლების ცხოვრებას ასახავს.აღსანიშნავია ელენას პატარა ძმა ჯერემი (სტივენ მაკქვინი),ელენას საუკეთესო მეგობარი ბონი (კატერინა გრაჰამი),ელენას ახლო მეგობარი კეროლაინი (კენდის აკოლა),ელენას ბავშვობის მეგობარი და ყოფილი ბოიფრენდი მეთი (ზაკ როერიგი).ქალაქს ქალაქის დამფუძნებელი ოჯახების შტამომავლები მართავენ.Mystic falls-ის `დამფუძნებელი საბჭო” შედგება ისეთი გვარებისგან როგორიც არის : სალვატორი,გილბერტი,ფელსი,ფორბსი და ლოკვუდი.ისინი ქალაქს ვამპირებისგან,მაქციებისგან და გრძნეულებისგან იცავენ,რომლიდანაც რამდენიმე თვითონ დამფუძნებელ საბჭოში ირიცხება.
მთავარ როლში არიან : ნინა დობრევი , პოლ უესლი და იან სომერჰალდერი. სერიალს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. მაგალითად 7 Teen Choise Award მოიგო ვამპირის დღიურებმა. ასევე სერიალმა მოიპოვა ჯილდო `ახალი და ფავორიტი სატელევიზიო დრამა” People’s Choise Award-ზე და სხვა .
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო The Vampire Diaries ფანებს ვუსურვებ საინტერესო ახალ სერიებს და დროის სასიამოვნოდ გატარებას ვამპირებთან ერთად :) .

No comments:

Post a Comment