ian somerhalder


იან ჯოსეფ სომერჰალდერი დაიბადა 1978 წლის 8 დეკემბერს ლუიზიანას შტატში, აშშ. არის ამერიკელი მოდელი, მსახიობი და პროდიუსერი. მას კარგად იცნობენ როგორც დეიმონ სალვატორეს CW-ის სერიალიდან ვამპირის დღიურები და როგორც ბუნ კარლაილს სერიალიდან დაკარგულები.დედამისი ედნა, იყო მასაჟისტი და თერაპევტი, ხოლო მამამისი რობერტ სომერჰალდერი – მშენებელი. იანი სწავლობდა წმინდა პავლეს კათოლიკურ სკოლაში. ჰყავს ერთი და რობინ სომერჰალდერი და ძმა ბობ სომერჰალდერი.
მან დაიწყო მოდელის კარიერა 10 წლის ასაკიდან, იგი მალევე გახდა ცნობილი მოდის სახლების სახე როგორიცაა:Dolce & Gabbana, Gucci, Versace, Esprit, Calvin Klein, Guess და სხვა.
17 წლის ასაკში დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა და შეასრულა მისი პირველი როლი სერიალში Young americans. 2004 წელს იგი გამოჩნდა სერიალში დაკარგულები ბუნ კარლაილის როლით, რომელიც კვდება პირველი სეზონის მეოცე ეპიზოდში. მიუხედავად მისი პერსონაჟის სიკვდილისა იგი 7-ჯერ დაბრუნდა სერიალში 2005-2010 წლებში. იგი ასევე მონაწილეობს ფინალურ ეპიზოდში. იანი იყო პირველი მსახიობი რომელიც როლზე დაამტკიცეს და ასევე პირველი პერსონაჟი,რომელიც კვდება.
lost
2009 წელს იანმა ითამაშა მკვლელის როლი ფილმში The Tournament.
2009 წლის ივნისშI იანი დაამტკიცეს მთავარი როლზე the cw-ის სერიალში ვამპირის დღიურები, სადაც ის თამაშობს ვაპირ დეიმონ სალვატორს. სერიალის პრემიერას ჰქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი არხის ისტორიაში. სერიალს დღემდე ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს the CW-ზე.
2004 წლის იანვრიდან იანი ხვდებოდა ნიკი ჰილტონს (პერის ჰილტონის და). ისინი დაშორდნენ 6 თვის შემდეგ.
2006 წლის გაზაფხულზე ჟურნალმა «US Magazine» გაავრცელა ხმები, რომ მსახიობი ხვდებოდა მეგი გრეისს, რომელიც თამაშობდა შენონის როლს სერიალ დაკარგულებში. თუმცა არცერთ მათგანს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
ამჟამად დანიშნულია ნინა დობრევზე რომელიც სერიალში “ვამპირის დღიურები”
ელენას როლს ასრულებს .
54871_508417019178301_767452181_o
მსახიობი თავის კოლეგებთან ქენდის აკოლასთან და მაიკლ ტრევინოსთან ერთად მხარს უჭერს It Gets Better Projectს , რომლის მიზანია თავიდან აიცილოს თვითმკვლელობა ახალგაზრდებში.
იანმა სხვადასხვა ინტერვიუებში და ტვიტერის საშუალებით განაცხადა, რომ დააარსა იან სომერჰოლდერის ფონდი, რომელიც ასწავლის ხალხს გარემოსა და ცხოველების დაცვას. (გაგიჟებულია ძაღლებზე და კატებზე ჩემი ყველაზე თვალები )
გუშინ კი 34 წლის გახდა. თვითერის საშუალებით მადლობა მოგვიხადა ყველას
ასეთი ლამაზი დღისთვის ( ჩვენ რა შუაში ვიყავით მაგრამ ზრდილობიანია :) )
ian happy

No comments:

Post a Comment